ბათუმის ბულვარში, სავარაუდოდ კრაზანებმა, ორი ადამიანი დაკბინეს

მათ, ალერგიული ფონი განუვიტარდათ, რის გამოც, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ახალგაზრდა ქალისა და კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კაცი ბინაზე გაეწერა, ხოლო ქალი, კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

შემთხვევა, რამდენიმე საათის წინ, ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მწერების ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება, ტერიტორია კი, პერიოდულად იწამლება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად