ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

ბათუმის ბულვარში მოზარდი დაჭრეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, დაჭრილი 17 წლისაა.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით კლინიკა „მედცენტრში“ შეიყვანა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.
შსს-მ გამოძიება სსრკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად