ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრომობილების მეპატრონეებისთვის ალტერნატიული წინადადების შეთავაზებაზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრომობილების მეპატრონეებისთვის ალტერნატიული წინადადების შეთავაზების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “აიპრესი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ელექტრომობილების გადაადგილება შესაძლებელია დაშვებულ იქნას ამფითეატრის ტერიტორიიდან გონიოს მიმართულებით არსებულ ზღვისპირა პრომენადზე. აჭარის მთავრობა და ბათუმის ბულვარი მზადაა დაუშვას ექვსპუნქტიანი გეგმით ელექტრომობილების გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამასთანავე, მთავრობა მზადაა ხელი შეუწყოს ელექტრომობილების მეპატრონეებს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში. თავის მხრივ, ბათუმის ბულვარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩაერთვება ელექტრომობილების სერვისის შესახებ საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფაში.

კერძოდ, ტურიზმის ყველა საინფორმაციო ცენტრში, განთავსდება სპეციალური ფლაერები, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ მიიღონ ინფორმაცია ელექტრომობილით სარგებლობის პირობების შესახებ. ელექტრომობილების სერვისი დატანილი იქნება ასევე ქალაქის ტურისტულ რუკაზე, რაც ნიშნავს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებულ სარეკლამო-საინფორმაციო კამპანიებში ჩართვას. ელექტრომობილის მომსახურების შესახებ ინფორმაცია განთავსება აჭარაში ყველაზე დიდი წვდომით გამორჩეულ ორ ვებ და სოციალურ გვერდზე,”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1 მაისიდან ელექტრომობილების გადაადგილება ბულვარის ტერიტორიაზე საკრებულოს გადაწყვეტილებით იკრძალება. ინიციატივით უწყებას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა, რადგან აღნიშნული ტრანსპორტით ათეულობით მოქალაქე დაშავდა, მათ შორის უმეტესობა ტურისტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად