ბათუმის ბულვარი მოქალაქეებს სეირნობისგან თავშეკავების თხოვნით მიმართავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდონ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავონ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციამ მიმართავ, რამდენიმე წუთის წინ, მას სემდეგ გაავრცელა, რაც ბულვარის ტერიტორიაზე ხალხმრავლობა კვლავ დაფიქსირდა.
„ გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას. შემნილ ვითარებაში თითოეული თქვენგანის მზაობა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და თანადგომით მალე დავამარცხებთ ვირუსს! კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს:
თავი შეიკავეთ შეკრებისაგან და მაქსიმალურად შეზღუდეთ გადაადგილება.
დაიცავით სოციალური დისტანცია.
აკრძალულია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა.
გაითვალისწინეთ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები“,-აღნიშნულია, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...