ბათუმის ბოტანიკური ბაღი ხვალიდან ვიზიტორების მიღებას განაახლებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მუშაობასა და დამთვალიერებლების მიღებას, ხვალიდან განაახლებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება, ბაღის ადმინისტრაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 16 მაისიდან, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გაიხსნება ვიზიტორებისათვის. დამთვალიერებელს ბაღის მონახულება შეეძლება 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე,“-ნათქვამია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მხრიდან, აწარაში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად