ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო

პანდემიის პერიოდში გადასახადებისა და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლების შემცირება აისახა ბათუმის ბიუჯეტის
შემოსულობებზე.

მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად
გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ბათუმის
მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის ა.რ.
რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში
განხორციელდა. შესაბამისად, შენარჩუნდება ყველა
ინფრასტრუქტურული პროექტი. „ბათუმში მიმდინარე
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დამატებით 7 მილიონი
ლარის ღირებულების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდება, რაც 10 მილიონ 300 ათასი ლარის ფარგლებში
გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის საშუალებით მოხდება.
მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის აჭარის ა.რ. მთავრობასა და
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. საკრებულოს
სხდომაზე, პოლიტიკურ ნაწილში გაჟღერებულ ბრალდებებთან
დაკავშირებით კი განვმარტავ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი
პასუხობს ყველა გამოწვევას. ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის
განვითარებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწრაფი
ტემპებით განხორციელებას“ არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის
მოვალეობის შემსრულებელი. ბიუჯეტის ცვლილების ხარჯზე
განხორციელდება შემდეგი პროექტები: ინასარიძის, ბაქოსა და
ლერმონტოვის ქუჩებზე სკვერების მოწყობა, თამარ მეფის გამზირზე
არსებული სკვერის რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში ზღვისპირა
ბილიკის მონაკვეთის რეაბილიტაცია ცენტრალური პარკის გარე
განათების მოწყობა გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის
საფარის დაგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების,
მონაკვეთების, შესახვევებისა და ჩიხების, გზაგამყოფი ღობეების,
ხიდების, ხიდბოგირებისა და ფერდსამაგრი კედლების რეაბილიტაცია
და მოწყობა ადმინისტრაციულ ერთეულებში სანიაღვრე არხების
მოწყობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო

სამუშაოები სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ლერმონტოვის ქ.
#96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად