ბათუმის ახალი სტადიონი დღეს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩს უმასპინძლებს

ბათუმის ”დინამოსა” და თბილისის ”დინამოს” შეხვედრა 8 მაისს 20:15 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე დაიწყება.

ბათუმის საფეხბუთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, დინამო ბათუმისა – დინამო თბილისის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

“მინდვრის საფარის მოწყობა ბრიტანულმა წამყვანმა კომპანიამ “Sispitches”-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით. მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა მილანის „სანსირო” და ბარსელონას „კამპნ ნოუ“, – წერს აჭარის პროექტების მართვის კომპანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...