ბათუმის აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნა

დღეიდან ბათუმის აგრარული და თევზის ბაზრების მუშაობა აღდგა. მოქალაქეებისთვის ბაზარში შესასვლელად, უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული ზომები გამკაცრებულია. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, ამასთან პირბადეებისა და ხელთათმანების ტარება.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაზრის შესასვლელებში მომხმარებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და ერთჯერადი ხელთათმანები გადაეცემათ.
„ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი. ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე“,-აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ასევე დეზინფექცია ჩაუტარდება ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს , რეკომენდაციების დაცვას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.

კომენტარები
იტვირთება...