ბათუმის აეროპორტში თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისით 170 ტურისტი ჩამოფრინდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისით 170 ტურისტი ჩამოფრინდა.

რესისი, ერთ საათიანი დაგვიანებით შესრულდა. საქართველოში ჩამოსული ტურისტების ინფორმაციით, ამის მიზეზზი, ისრაელის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების შემოწმება გახდა.
დღესვე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელის ავიახაზებმა თელ-ავივის მიმართულებით ერთი რეისი შეასრულა. საქართველოდან ისრაელში 150-მდე მოქალაქე გაფრინდა.
საქართველოში ჩამოსული ტურისტების თქმით, ჯავშანი ბილეთებსა და სასტუმროებში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჰქონდათ გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...