ბათუმის აეროპორტიდან თურქული ავიაკომპანია BORAJET AIRLINES იწყებს საჰაერო მიმოსვლას

4 სექტემბრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი თურქული ავიაკომპანია "BORAJET Airlines" იწყებს, რომელიც ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით სტამბული-ბათუმი-სტამბულის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები "Embraer E190" ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...