ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოს წევრებმა, პროტესტის ფონზე დაამტკიცეს

ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, მანამდე კი სხდომა იმ მიზეზით შეწყდა, რომ მირდატ ქამადაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაასხა, რის შემდეგაც სპეციფიური სუნი დადგა.

საკრებულოს სხდომაზე ყოფნის საშუალება არ მიეცათ, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს, ოპოზიციიდან და მათ მხარდამჭერებს.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი, უმაღლესის საბჭოს დარბაზში მიმდინარე საკრებულოს სხდომის ჩატარებას აპროტესტებდნენ, რომელზეც 2017 წლის მოწვევის საკრებულომა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს.

კომენტარები
იტვირთება...