ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავი მატარებელი, ლანჩხუთის ტერიტორიაზე, შუახნის მამაკაცს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  მგზავრების ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე ლანჩხუთში არიან გაჩერებული და მატარებლიდან გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

საქართველოს რკინიგზაში, ამ დროისთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი არ აკეთებენ.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექისი  275ე- მუხლის, მესამე ნაწილით აღიძრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად