ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი მოხვდა. ისინი Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების TOP ათეულში არიან.

baTuცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია – European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი ევროპაში სამოგზაუროდ 20 უსაფრთხო ქალაქს შორის დაასახელა.

„ბათუმი არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მოგონებებით აღსავსეს დაგტოვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შეუძლებელია ბათუმში მოიწყინო. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროებით, ბუნებით, შოპინგით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმითა და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.

ბათუმი, უსაფრთხოა არამხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით არამედ კრიმინალის დონე 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში.

ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს არის აჭარის რეგიონის მთავარი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა განიცადოთ როგორც ისტორიული უძველესი ადგილების კონტრასტი, ასევე თანამედროვე ცხოვრების წესი”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, რიგა.

European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად