ბათუმი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მასპინძლობს

ბათუმში NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი მიმდინარეობს, რომელშიც 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი მონაწილეობს. დელეგაციას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.

NATO-სგენერალური მდივნის მოადგილეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

,,ბათუმი და აჭარა უკვე ტრადიციულად მასპინძლობს მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს. დღეს გაიმართება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მონაწილეობს 29 მუდმივმოქმედი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეყოლება მაღალი რანგის სტუმარი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტმიოლერი“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.

ასევე, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას გამართავს. წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად