ბათუმი-ანგისა-ახალციხის გზაზე მეწყერმა სავალი ნაწილი სრულად გადაკეტა

ბათუმი-ანგისა-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, გუშინ საღამოდან დილამდე,სოფელ მახუნცეთთან მეწყერი ორჯერ ჩამოწვა. მიწისა და ქვის მასამ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამ დროისთვის, მაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და სპეციალისტები და შსს თანამშრომლები. მეწყრის კერებს ამოწმებენ გეოლოგები, რომლებიც დილიდან სწავლობენ ადგილზე არსებულ ვითარებას. სწორედ მათი რეკომენდაციის მიხედვით გაგრძელდება სამუშაოები. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გეოლოგების დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, მაგისტრალზე მოძრაობა დღის მეორე ნახევარში ცალმხრივად აღდგება.
მათივე თქმით, ღამის განმავლობაში, ცუდი ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, შეუძლებელი გახდა.
სპეციალისტები მძღოლებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისგან, ვიდრე გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულდება.
როდის გაიხსნება სრულად მოძრაობა, ამ დროისთვის უცნობია. ტექნიკა, შემოვლითი გზის მოწყობაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად