ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი გაიხსნა

ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად უკვე შესაძლებელია, თუმცა სამუშაოები გრძელდება, რათა მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგეს.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. მეწყრული პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში გვიან ღამით განვითარდა. გზაზე დიდი ზომის ლოდები ჩამოწვა და საჭირო გახდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება.

საქართველოს გზების დეპარტამენტი სამუშაოებს მთელი დღის განმვალობაში ახორციელებდა. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. შედეგად მოძრაობა სრულიად იყო შეწყვეტილი მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად