ბათუმი 2018 – საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი, სიმბოლური სვლა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სვლა, სიმბოლურად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი. მე-4 ნომრად განთესილი ქალთა ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდა. ვაჟთა პირველი გუნდი კი შშმ პირთა ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად