ბათუმელმა ექიმებმა, კოლეგას, რომელზეც იძალადეს, სოლიდარობა გამოუცხადეს

„მედცენტრის“ მედპერსონალმა ექიმზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ზვიად ბახტაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზვიად ბახტაძე საუბარში ყვება, რომ 12 დეკემბერს მას 27 ნოემბერს გარდაცვილი პაციენტის შვილი, რეანიმაციულ განყოფილებაში თავს დაესხა და ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. ექიმების თქმით, მკურნალობის პროცესში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მკურნალი ექიმის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ.

„18 დღის განმავლობაში ამ პაციენტის ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ პრეტენზია, პირიქით. სამი კვირის შემდეგ, 27 ნოემბერს გარდაიცვალა. 12 სეკემბერს დამესხა თავს, მისი შვილი. ჩვენ მოვითხოვთ თავდასხმის დეტალურ გამოძიებასა და დასრულებას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში“,-ამბობს , ექიმი ზვიად ბახტაძე.

70 წლამდე კაცი, მწვავე ინფარქტით, გულის გაჩერებით, კომატოზურ მდგომარეობაში გარდაიცვალა, ამასთან პაციენტი ფილტვისა და შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მიმდინარე მკურნალობის დროს გარდაიცვალა.

„პაციენტის საერთო მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. მიმდინარე მკურნალობის ფონზე, პაციენტი გარდაიცვალა. როცა გაიყვანეს, ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ ასეთი ნერგატიური და აგრესიული დამოკიდებულება. რატომ? საიდან? ვის აწყობს ეს, ნამდვილად არ ვიცით“,-აცხადებენ აქციაზე მყოფი მედიკოსები.

ზვიად ბახტაძე და კოლეგები საქმის დროულ გამოძიებასა და კანონის შესაბამისად თავდამსხმელის დასჯას მოითხოვენ. მომხდარზე, გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად