ბათუ ქუთელია: სომხეთს აქვს შანსი დაიწყოს ინტეგრირება დანარჩენ მსოფლიოსთან და ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ლიდერებზე

“სომხეთს აქვს შანსი სტორიული პარადიგმა შეცვალოს და დაიწყოს ინტეგრირება დანარჩენ მსოფლიოსთან. ეს არის შანსი და ეს შანსი დამოკიდებულია, კონკრეტულ ლიდერებზე”.

ამის შესახებ ანალიტიკოსმა ბათუ ქუთელიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ მოვლენების განვითარების მიუხედავად, სომხეთს აქვს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული შანსი, ოქროს მომენტი, რომ სახელმწიფოს მშენებლობა არ გახადოს მძევალი, თუნდაც ყოფილი მოგებული ომის და ოკუპირებული ტერიტორიების, ისტორიული პარადიგმა შეცვალოს და დაიწყოს ინტეგრირება დანარჩენ მსოფლიოსთან. ეს არის შანსი და ეს შანსი დამოკიდებულია, კონკრეტულ ლიდერებზე. ამ შანსს საფრთხეს უქმნის რუსეთის პროპაგანდა, ამიტომ სწორ, კონსტიტუციურ პროცესებს იგივე პაშინიანის ხელისუფლების დარჩენას და შემდეგ უკვე დემოკრატიულად როგორც გადაწყვეტს სომხეთის მოსახლეობა, მოვლენების განვითარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად