ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის წარედგინა

ამის შესახებ ინფორმაცია მტავარი პროკურატურა ავრცელებს

“2020 წლის 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ. ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად