ბასილაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჯოკოვიჩს ძალა აღარ შერჩა და ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა

დოჰას მასტერზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (N20, 1820 ქულა) ტოლი არ დაუდო მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს (9135 ქულა) და მასთან მხოლოდ უაღრესად შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა 6:4, 3:6, 4:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილთან ორთაბრძოლას ჯოკოვიჩმა, როგორც ჩანს, მთელი ძალები შეალია და ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან (N24, 1665 ქულა) შეხვედრაში დამარცხდა 6:3, 6:7, 4:6.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩეხმა ტომას ბერდიხმა (N57, 865 ქულა) იტალიელ მარკო ჩეჩინატოს (N18, 1889 ქულა) სძლია – 7:6, 6:3.

რობერტო ბაუტისტა აგუტს და ტომას ბერდიხს შორის ფინალურ მატჩში გამარჯვებულის რეიტინგს 100 ქულა, ჯიბეს კი 219755 დოლარი შეემატება. დამარცხებულის რეიტინგი არ შეიცვლება, ფულადი ჯილდოს სახით კი იგი 118320 დოლარს მიიღებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...