ბასილაშვილმა ჰამბურგში მეორე შეხვედრა მოიგო

ჰამბურგში ATP Hamburg European Open 500 ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შეხვედრა გამართა.

მისი მეტოქე არგენტინელი ხუან იგნესიო ლონდერო (N56 “ცოცხალ” რეიტინგში) იყო. მასთან წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ბრძოლა მესამე სეტში გაჩაღდა. ბასილაშვილმა მოგო სეტი და მასთან ერთად მატჩიც – 6:4, 3:6, 6:3

მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ჯერემი ჩარდი (N72) იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილშვილი ჰამბურგის შარშანდეკლი ტურნირის გამარჯვებულია და ამჟამად შარშან მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. ასეთ შემთხვევაში იგი რეიტინგში ჰამბურგის ტურნირის დაწყებამდე დაკავებულ მე-16 ადგილს შეინარჩუნებს. ამჟამად ნიკოლოზ, მხოლოდ 90 ქულა აქვს დაცული და 1565 ქულით “ცოცხალ” რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად