ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე ბერანკისთან შეხვედრაში გაიმარჯვა

არაბთა გაერთიანებულ საამიროების პროფესიონალ ჩოგბურთელთა DUBAI DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS 500-იანი ტურნირი მიმდინარეობს

ნიკოლოზ ბასილაშვილს (N26) ოცდამეთორმეტედფინალში მეტოქედ ლიეტუველი რიჩარდას ბერანსკისი (N71) ჰყავდა. პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 3 სეტი წააგო. ბასილაშვილმა ისევ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და ანგარიში გაათანაბრა – 5:5, მაგრამ კვლავ წააგო, ჯერ საკუთარ, შემდეგ კი მეტოქის მოწოდებაზე და დათმო სეტი – 5:7.

მეორე სეტში თამაში ქულა-ქულაზე მიდიოდა და სეტის მოგება ბასილაშვილმა ტაი-ბრეკზე შეძლო -7:6(7:2).

მესამე სეტის დასაწყისშივე მეტოქის ჩაწოდება მოიგო, შემდეგ კი ანგარიშზე 5:3 კიდევ ერთხელ დააბრეიქა იგი და გაიმარჯვა – 5:7,7:6(7:2), 6:3

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად