ბასილაშვილისა და ცივაძის ტანდემი წყვილთა თანრიგში დამარცხდა

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში, საქართველოსა და ლიტვას შორის, წყვილთა თანრიგში, ერთმანეთს ბასილაშვილი/ცივაძისა და გრიგელისი/მუგევიჩუსის წყვილი დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელებმა, წყვილთა თანრიგი, სამ სეტში – 4:6, 3:6, 3:6 დათმეს და ჯამში, ლიტვის ნაკრები წინ გავიდა – 1:2.

დევისის თასის ბოლო დასკვნით დრეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაურინას გრიგელისს დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი ცივაძე – ტადას ბაბელისს. საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა, ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, რათა პირველი ზონის საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ლიტვას აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა.

ერთეულთა თანრიგის მატჩები, მზიურის კორტებზე, ხვალ 12:00 საათზე დაიწყებ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...