ადვოკატი: ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა – დანაშაულს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკუტურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

როგორც ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა:

“მას შეეფარდა გირაო და უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმროს
დანაშაულს არ აღიარებს გამომდინარე იქიდან, რადგან არ ჩაუდენია მას არანაირი დანაშაული.

საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ბასილაშვილის ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, კომენტარი იქნება.

ბასილაშვილს არ ჩაყუდენია არანაირი დანაშაული, შესაბამისად ამის მტკიცებულებები არ არსებობდა საქმეში. რამდენ ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან დაკავშირებით პოზიციას არ გავაჟღერებთ.

თუ კი ძალადობას ექნებოდა ადგილი, ბუნებრივია მამაც იქნებოდა დაკავებილი. “, – განაცხადა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, პრუკურატურის განცხადებით, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...