ბასილაშვილი მერსედესის თასზე პირველსავე მატჩში დამარცხდა

შტუგარტში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ეგიდით მიმდინარე ტურნირზე Mercedes Cup Stuttgart Open-250 მონაწილეთა შორის მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო

ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი იყო.

პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუქსოვიჩის გეიმის შემდეგ საკუთარი გეიმიც დათმო, თუმცა იქვე მოიგო მეტოქის მომდევნო გეიმი და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკებამდე მივიდა. საწყისი გეიმების რიგ-რიგობით დათმობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუქსოვიჩის მორიგი გეიმი ისევ მოიგო, 3:1 დაწინაურდა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა 7:6(7:4).

მეორე სეტში, ანგარიშზე 1:1, ბასილაშვილმა საკუთარი გეიმი ორჯერ ზედიზედ დათმო და ფუქსოვიჩი დაწინაურდა – 5:1. ამის შემდეგ ბასილაშვილმა საკუთარი გეიმი მოიგო, ფუქსოვიჩისაზე 0:30-დან გეიმ პოინტამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 2:6.

მესამე სეტში, ანგარიშზე 2:1, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მშრალად მოიგო ფუქსოვიჩის გეიმი და დაწინაურდა სეტში – 3:1, თუმცა იქვე ჯერ საკუთარი, შემდეგ კი მეტოქის გეიმი დათმო – 3:3.

მორიგი, საკუთარი გეიმი ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლაში მოიგო და დაწინაურდა – 4:3. ანგარიშზე 5:4 ბასილაშვილმა სამჯერ გაუშვა ხელიდან გეიმის და მატჩის მოგების შანსი და ფუქსოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა – 5:5

მომდევნო, ბასილაშვილის გეიმზე ფუქსოვიჩმა მერე ცდიდან არ გაუშვა გეიმ-პოინტი ხელიდან, დაწინაურდა 6:5 და შემდეგ საკუთარი გეიმის მოგებით მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ბასილაშვილი – ფუქსოვიჩი 7:6(7:4), 2:6, 5:7

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...