ბასილაშვილი: დასანანია, რომ ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, თუმცა გამოცდილება მივიღე

"ბავშვობიდან, როჯერ ფედერერი ჩემთვის მაგალითი იყო", – წერს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე პირველივე ტურში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და მასთან ანგარიშით, 6:2, 6:1, 6:2 დამარცხდა.

"როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო. ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე, ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობან თავისი გააკეთა. ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა, ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა მაგრამ რა გაეწყობა ზოგჯერ ასეა ზოგჯერ ისე. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის", – წერს ბასილაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად