ბასილაია: ციხეში უგულავა ბევრად თავისუფალია, ვიდრე სოროში დამალული ივანიშვილის ჯამბაზი მოსამართლეები

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილია აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

“გიგი მატროსოვის ციხეზე ბევრად თავისუფალის ვიდრე სოროში დამალული ბიძინა ივანიშვილის მანტია მოსხმული ჯამბაზები. თადუმაძე, შავლიაშვილი , გაბინაშვილი, – ლეგიონია სახელი მათი.
მას შემდეგ რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება (თუმცა რა უნდა დაასაბუთონ ამ ჯამბაზებმა), ჩვენ მოვამზადებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელს და დარწმუნებული ვარ ევროპული სასამართლო თავის სახელს დაარქმევს იმ უმსგავსობას, რასაც უგულავას დღევანდელი განაჩენი ჰქვია“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ “მთავარ არხთან”.

შეგახსენებთ, 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და  ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით(გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად