ბასილაია: თუ არ ვივაჟკაცეთ, გახარია ხვალ პატრიარქს ჩაეხუტება და მისი გაჰუმანურება დაიწყება

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც პარლამენტთან პროტესტის ნიშნად შიმშილობს, მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, მხარი დაუჭირონ საპროტესტო აქციას და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვონ. 

ბასილაიას თქმით, თუ საზოგადოება არ ივაჟკაცებს, ხვალ გიორგი გახარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ჩაეხუტება და მისი გაჰუმანურება დაიწყება.

“მნიშვნელოვანია ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ რუსებს არ უნდა ვათქმევინოთ, რომ ქართველები არის ხალხი, რომლებიც რაღაცას დაიწყებენ და ჩერდებიან. რუსებს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია რუსების მიერ, გახარია არის რუსების კაცი.

მინდა ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, ვთხოვო, მოდით რუსთაველის გამზირზე. არ უნდა დავიზაროთ. ის საქმე რაც დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ, ბოლომდეა დასაგვირგვინებელი. ამ საქმით მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნა მიღწეული, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის. აქ უნდა ვიყოთ იმ ხალხისთვის. ვინც თვალი დაკარგა და ბოლომდე იბრძვის.

მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, მოვიდეთ რუსთაველის გამზირზე, ისტორიული პროცესია და ამ პროცესს სჭირდება ბოლომდე მიყვანა. გახარია უნდა გადავაყენოთ. ახლა თუ ვიპასიურეთ… ხომ ნახეთ, დღეს კობახიძე(ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე), რომელიც არის უსამარცხვინოესი პერსონაჟი, აგენტიც კი არ არის – წუმპე! გამოაჩინეს! ასე შემოგვაპარებენ…

გახარია ხვალ პატრიარქს ჩაეხუტება, ზეგ ფოტოები გაჩნდება და მისი გაჰუმანურების პროცესი წავა, თუ ჩვენ არ ვივაჟკაცეთ”,  – განაცხადა ბექა ბასილაიამ “კურიერთან”.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად