“ბასიანი” 14 და 15 სექტემბერს კონცერტებს იტალიის ქალაქებში, პერუჯასა და მონტეფალკოში გამართავს

ფესტივალის Perugia Musica Classica ფარგლებში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი” 14 და 15 სექტემბერს კონცერტებს იტალიის ქალაქებში პერუჯა და მონტეფალკო გამართავს.

პერუჯაში სოლო კონცერტი ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება. შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები. ფესტივალის Perugia Musica Classica-ზე სახელმწიფო ანსამბლი შარშან პორტუგალიაში გასტროლებისას მიიწვიეს. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ „ბასიანი“ ამერიკაში გასტროლებისთვის დაიწყებს მზადებას,სადაც 13 ნოემბერს ლინკოლნ ცენტრში უკვე მესამედ სოლო კონცერტს გამართავს. მომავალი წელი კი ანსამბლისთვის საიუბილეოა. „ბასიანს“ დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად