ბაშარ ასადმა სირიის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამტკიცებს რესპუბლიკის ახალ მთავრობას. ამის შესახებ საპრეზიდენტო ოფისი Facebook-ზე იუწყება.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობას სათავეში ჩაუდგება პრემიერ-მინისტრი ჰუსეინ არნუსი. 11 ივნისიდან იგი კაბინეტის ხელმძღვანელად მუშაობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმად ხამის გადაყენების შემდეგ.

თავიანთი პოსტები შეინარჩუნეს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეიცვალა სირიის ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრი.

მთლიანობაში, სირიის მთავრობაში შედის 29 მინისტრი, რომელთაგან ორი ქალია, მათ აბარიათ კულტურის და სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროები.

19 ივლისს სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში გაიმარჯვა კოალიციამ “ეროვნული პროგრესული ფრონტი”, რომელსაც ხელმძღვანელობს მოქმედი პრეზიდენტის პარტია. არჩევნების შედეგად მან პარლამენტში 250 ადგილიდან 177 მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად