ბაშარ ასადი: სირიელებს თუ უნდათ, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩავატარებთ

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოქალაქეების სურვილის შემთხვევაში მზადაა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს-ამის შესახებ მან სააგენტო სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"ეს სირიელ ხალხზეა დამოკიდებული. თუ იქნება შესაბამისი ნება, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პრინციპში, მე არ მაქვს ამის პრობლემა, რადგან პრეზიდენტს ხალხის მხარდაჭერის გარეშე მუშაობა არ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს მათი მხარდაჭერა აქვს, ის ყოველთვის უნდა იყოს მზად ასეთი ნაბიჯისთვის", – აცხადებს ბაშარ ასადი.

22 თებერვალს, ასადმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, 13 აპრილს სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მან აღნიშნული განკარგულება სირიაში რუსეთსა და ამერიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოსცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად