ბაშარ ასადი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წამქეზებელი და ინიციატორი ერდოღანია

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა განაცხადა, რომ მისი თურქი კოლეგა რეჯეპ თაიპ ერდოღანი იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების მთავარი ინიციატორი. ამის შესახებ მან “РИА Новости”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სირიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ერდოღანი ასევე მხარს უჭერს ტერორისტებს ლიბიაში

“ის იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი წამქეზებელი და ინიციატორი.” – განაცხადა ასადმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მძიმე იარაღის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებები განახლდა 27 სექტემბერს. ორივე ქვეყანამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ერთმანეთი დაადანაშაულეს კონფლიქტის დაძაბვაში და ქალაქების დაბომბვაში. ერევანმა აღნიშნა, რომ თურქეთის შუამავლობით გადაყვანილი 4 ათასი სირიელი დაქირავებული მონაწილეობს მთიანი ყარაბაღის საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხრიდან, ამავე დროს ბაქო იუწყება კონფლიქტის ზონაში დაღუპული ეთნიკური სომხების – სირიიდან დაქირავებული სამხედროების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად