ბაშარ ასადი: აშშ სირიის ნავთობს იპარავს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, შეერთებულ შტატები ქვეყნის ნავთობს იპარავს. ინტერვიუში, რომელიც ტელეარხ “Россия 24″-ზე აჩვენეს, ასადმა ასევე შეერთებულ შტატებს სახელმწიფო უწოდა, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც ბანდიტური დაჯგუფებებისგან შემდგარი პოლიტიკური რეჟიმი”.

“შეერთებული შტატები, სირიაში ნავთობის ინფრასტრუქტურის დაცვის საბაბით, აგრძელებს ამ ქვეყნის გაძარცვას და ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების დაფინანსებას”,- განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხეილ მიზინცევმა.

”შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ წყვეტენ სირიის შიდა საქმეებში დესტრუქციული ქმედებებით ჩარევას. ალბათ, ამერიკული ჯარების ნაწილი ევფრატის ტერიტორიაზე დაბრუნდება, სავარაუდოდ,” ნავთობის საბადოების დასაცავად”,-დასძინა მან.

ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიაში აშშ-ს ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.  მინისტრის თქმით, შეერთებული შტატები  სირიის არაბთა რესპუბლიკის გაძარცვას და ნავთობის საბადოების გაკონტროლებას ცდილობს. ლავროვის თქმით, ასეთი ქმედებები არამართლზომიერია და კონფლიქტის მოგვარების საქმეში ”კარგს არაფერს” მოიტანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად