ბასა ფოცხიშვილი: ინაუგურაციის ცერემონია იქნება სადა და ევროპული, რადგან ეს არის ფაქიზი ადგილი

თელავში ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ჩავიდნენ. ამ წუთებში ბასა და თამარ ფოცხიშვილები ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან და სცენის და ტრიბუნის მოწყობასთან დაკავშირებულ ბოლო დეტალებს გადიან.
ბასა ფოცხიშვილის ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე ჯართან ერთად იგეგმება გენერალური რეპეტიცია.
“16-ში ყველაფერი მზად იქნება ინაუგურაციისთვის. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა. ეს ცერემონია იქნება როგორც ვთქვით სადა და ევროპული, რადგან ეს არის ფაქიზი ადგილი და ისე გაკეთდება ყველაფერი, რომ ამ ტერიტორიასთან შესაბამისობაში იყოს. “- განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად