ბარსელონის ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის ასი ათასობით მოწინააღმდეგე გამოვიდა (ფოტო)

ბარსელონის ქუჩებში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას ეწინააღმდეგება. ესპანეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მსვლელობაში მონაწილეების რაოდენობა მილიონამდე გაიზრდება.

კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. აქედან ერთი საათის გასვლის შემდეგ კი, ესპანეთის სენატმა, ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობა შეიყვანა და კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა. ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ რეგიონის ხელისუფლება დაითხოვა და მის მმართველად ქვეყნის ხელისუფლების ვიცეპრემიერი დანიშნა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა კი ბრძანება მისი პოსტიდან გათავისუფლების შესახებ დააიგნორა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად