ბარსელონის ქუჩებში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი გამოვიდა

ოთხშაბათს, საღამოს (ადგილობრივი დროით) ბარსელონის ქუჩებში მინიმუმ 22 ათასი მომიტინგე შეიკრიბა,-ინფორმაციას ესპანური ტელე-რადიოკომპანია RTVE ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა მინიმუმ ათი ავტომობილი დაწვეს. ყველაზე რადიკალად განწყობილმა  აქტივისტებმა პოლიციელების მისამართით დიდი ქვები ისროლეს. მათ ასევე აალებადი სითხეები და მჟავა გამოიყენეს.

შეტევა  ასევე განხორციელდა TeleMadrid-ის ჟურნალისტთა ჯგუფზე.

ბარსელონის გარდა, ანალოგიური ვითარება იყო ასევე კატალონიის ავტონომიურ რეგიონ ჟირონაში.

ოთხშაბათს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ კატალონიელებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

ბარსელონაში არეულობა მას შემდეგ ადიწყო, რაც 14 ოქტომბერს, დილით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს განაჩენი გამოუტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად