ბარსელონაში ვარჯიში გაუქმდა, მიზეზი კორონავირუსია

ბარსელონაში ვარჯიში გაუქმდა, მიზეზი კორონავირუსია. კერძოდ კი, საწვრთნელი შტაბის 2 წევრს დაუდგინდა კოვიდ 19. 

ამის შესახებ “ბარსელონა” იუწყება და შესაბამის განცხადებას Twitter-ში ავრცელებს.

აქედან გამომდინარე კლუბის ყველა ფეხბურთელსა და სტაფს ტესტი ჩაუტარდება. კატალონიური კლუბი 6 იანვარს ბილბაოში ადგილობრივ “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად