“ბარსელონაში” ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ამ წუთებში, ”ბარსელონას” პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბორთომეუს პრეს-კონფერენცია მიმდინარეობს. ბორთომეუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, ”ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

ბორთომეუმ ასევე კომენტარი გააკეთა ყოფილი სპორტული დირექტორის, სუბისარეტას პოსტიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით კლუბში ახალი ერა იწყება.

”კლუბისთვის იწყება ახალი ერა! უკვე დრო იყო ცვლილებები მოგვეხდინა!”

ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია, თუ არა ინფორმაცია, რომ მესი შესაძლოა გუნდიდან წავიდეს, ბართომეუმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

”მესი არსად წავა. ეს ცრუ ინფორმაციაა. კლუბი ლეოს გაყიდვას არ აპირებს! ის თავს ბედნიერად გრძნობს ”ბარსაში”, თანაც მას 2018 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...