“ბარსელონაში” მესის ეპოქა დასრულდა – ფეხბურთელის და კლუბის გზები გაიყო

ორწლიანი განხილვისა და დიდი დავიდარაბის შემდეგ “ბარსელონაში” მესის ეპოქა დასრულდა – ფეხბურთელის და კლუბის გზები გაიყო. ეს კი მაშინ თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო და ახალი კონტრაქტის გაფორმებას წინ არაფერი უდგა, თუმცა მესიმ მას ხელი არ მოაწერა.

“ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მესი “ბარსელონაში” არ რჩება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ და მესიმ შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარეს სურვილი ჰქონდა, რომ დღეს ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, ეკონომიკური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომლებიც ლა ლიგის წესებთანაა დაკავშირებული, დოკუმენტის გაოფიციალურება და კონტრაქტისთვის ხელის მოწერა შეუძლებელია.

ამ ვითარების გამო ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას აღარ დაიცავს. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის რეალობად ქცევა არ მოხერხდა.

ბარსელონა კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო ფეხბურთელს მადლობას მთელი გულით უხდის და მას პირად და კარიერულ ცხოვრებაში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...