ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირი ონკოპაციენტი იყო და მის დაავადებას კორონავირუსი დაერთო.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახთან და შესაბამისი პროცედურები იქნება დაცული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად