ბარსელონაში გამართულ საპროტესტო აქციაში 525 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

ბარსელონაში გამართულ საპროტესტო აქციაში 525 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც მასობრივ გაფიცვას დაემთხვა. ინფორმაციას პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. მათ სატრანსპორტო ხაზები და მეტროსადგურები გადაკეტეს.

კატალონიის ჟდენერალიტეტის ხელმძღვანელმა (კატალონიის მთავრობა)  კიმ ტორამ მომიტინგეებს სიტყვით მიკრობლოგ Twitter– ზე მიმართა.

“გილოცავთ თავისუფლების მარშის მონაწილეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოიჭრნენ. მადლობა ყველას, ვინც დამოუკიდებლობის მოძრაობის მშვიდობიანი სამოქალაქო ძალა აჩვენა. ჩვენ გავიმარჯვებთ და წინსვლას გავაგრძელებთ!”,-დაწერა მან.

პარასკევს, ღამით, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 16 ადამიანი დააკავეს.

14 ოქტომბერს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს გამოუტანა განაჩენი. ამ გადაწყვეტილებას ბარსელონაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად