ბარსელონაში არეულობის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ბარსელონაში საპროტესო აქციის შედეგად, მინიმუმ ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ესპანური ტელე-რადიოკომპანია RTBE ავრცელებს.

“რესპუბლიკის დაცვის კომიტეტების” მომხრეებმა ქალაქის ქუჩებში სანაგვე ურნები დაწვეს.

ადგილობრივი გამოცემა La Vanguardia- ს ცნობით, არეულობა კატალონიის ქალაქ ჟირონაშიც მიმდინარეობს.

უკვე მეოთხე ღამეა, რაც კატალონიაში არეულობა გრძელდება.

დღეს, კატალონიაში მასშტაბური გაფიცვა იგეგმება, რომელიც მედიის ცნობით, შესაძლოა არეულობაში გადაიზარდოს.

უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უკვე გასცეს რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოების ზომების გამო, კატალონიოში მყოფმა ადამიანებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.

ოთხშაბათს საღამოსა და ხუთშაბათს ღამით, კატალონიის პოლიციამ რამდენიმე ქალაქში მინიმუმ 20 ადამიანი დააკავა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა მინიმუმ ათი ავტომობილი დაწვეს. ყველაზე რადიკალად განწყობილმა  აქტივისტებმა პოლიციელების მისამართით დიდი ქვები ისროლეს. მათ ასევე აალებადი სითხეები და მჟავა გამოიყენეს.

შეტევა ასევე განხორციელდა TeleMadrid-ის ჟურნალისტთა ჯგუფზე.

ბარსელონაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ოქტომბერს, დილით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს განაჩენი გამოუტანა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად