ბარსელონას ოლიმპიური სტადიონის პროექტის ავტორი ვიტორიო გრეგოტი Covid-19-თ გარდაიცვალა

მილანში Covid-19-ით დაავადების შემდეგ პნევმომიით გარდაიცვალა ვიტორიო გრეგოტი, არქიტექრორი, რომელმაც ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი დააპროექტა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ვიტორიო გრეგოტი კორონა ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში კვირას გადაიყვენს. არქიტექტორს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გრეგოტი ცნობილი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე იყო. მისი პროქტით აშენდა ოლიმპიური სტადიონი ბარსელონაში. ის გახლავთ გენუის “ლუიჯი ფერარის” სახელობის სტადიონის აღდგენის პროექტის ავტორი. მისი ავტორობითაა აგებული ევროპის ბევრი ცნობილი თეატრის შნობა.

კორონა ვირუსის სიმპტომებით, იმავე სტაციონარში სადაც არქიტექტორი გარდაიცვალა, მისი მეუღლე მარინა მაცაც არის მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად