“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი ბართომეუ დააკავეს

“ბარსელონას” გარშემო ვნებათა ღელვა და სკანდალური თემები გრძელდება. კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ხოსემ მარია ბართომეუ დააკავეს.

ამის შესახებ ცნობებს დასავლური მედია ავრცელებს. ბართომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაშია დადანაშაულებული, მათ შორის მას ბრალად ედება 1 მილიონი ევროს არამიზნობრივად გამოყენება, როდესაც ის სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების – ე. წ. ტროლებისა და ბოტების შესაქმნელად, იყო გამოყენებული, რითაც მას კლუბის ვარსკვლავების, უპირველეს ყოვლისა კი მესის წინააღმდეგ უნდა ემუშავა.

შეგახსენებთ, ბართომეუს მესისთან სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა და მესი კლუბის დატოვებასაც გეგმავდა, თუმცა მას ბართომეუმ ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ ბართომეუს თანამდებობის დატოვება დროზე ადრე მოუწია. მან თანამდებობა გასული წლის 27 ოქტომბერს დატოვა. არჩევნები, რომელიც 24 იანვარს იყო ჩანიშნული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო 7 მარტამდე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...