“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე წელს პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

“ლივერპული” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნს” მასპინძლობდა. ლივერპურელთა მცდელობა საკუთარი კედლების უპირატესობის გამოეყენებისა უშედეგო აღმოჩნდა. 52250-მა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა და მეოთხედფინალისტის ვინაობის გარკვევისთვის ბრძოლა მიუნხენში გაგრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფურ ეტაპზე “ლივერპულმა” სამივე გასვლითი შეხვედრა წააგო, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი “ბაიერნს” უფრო მეტი აქვს.

საფრანგეთში ლიონის “ოლიმპიკმა” “ბარსელონას უმასპინძლა. ორივე გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო. მათ ამჯერადაც მოახერხეს არ დამარცხებულიყვნენ. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წელს ჩატარებული 7 მატჩიდან ლიონმა ერთადერთხელ იზეიმა გამარჯვება, ექვსი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა., ხოლო ბარსელონამ 7 მატჩიდან პირველად დატოვა მინდორი გატანილი გოლის გარეშე.

 

მასალა მომაზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...