„ბარსელონა” საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან” 0:3 დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა

ბარსელონაში ადგილობრივმა „ბარსელონამ” ვერაფერი გააწყო მიუნხენის „ბაიერნთან” შეხვედრაში და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3(0:1)
 
ბერნში „იანგ ბოიზმა” 90+5 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა კაცნაკლული „მანჩესტერ იუნაიტედი”
 
ჯგუფი E
 
„ბარსელონა” – „ბაიერნი” 0:3(0:1)
გოლები: 34′ ტომას მიულერი, 56′ და 85′ რობერტ ლევანდოვსკი
 
„დინამო” კიივი – „ბენფიკა” 0:0
 
ჯგუფი F
 
„იანგ ბოიზი” – „მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1(0:1)
გოლები: 13′ კრიშტიანუ რონალდუ 0:1, 66′ მუმი ნგამალე 1:1, 90+5 ჯორდან სიბაჩო 2:1. 35-ე წუთზე მანჩესტერელი აარონ ვან ბისაკა უხეში თამაშისთვის გააძევეს.
 
„ვილიარეალი” – „ატალანტა” 2:2(1:1)
გოლები: 6′ რემო ფლოირელი 0:1, 39′ მანუ ტრიგეროსი 1:1, 73′ არნო დანჯუმა გრუნეველდი 2:1, 83′ რობინ გოსენსი 2:2. 84-ე წუთზე ვილიარეალერი ფრანსის კოკლენი გააძევეს მინდვრიდან.
 
ჯგუფი G
 
„სევილია” – „ზალცბურგი” 1:1(1:1)
გოლები: 21′ თერთმეტმეტრიანი, ლუკა სუჩიჩი 0:1, 42′ თერთმეტმეტრიანი, ივან რაკიტიჩი 1:1. მე-13 წუთზე კარიმ ადეიემის მიერ („ზალცბურგი”) დარტყმული თერთმეტმეტრიანი აცდა კარს, 50-ე წუთზე მასპინძელი იუსეფ ენ-ნესირი გააძევეს მინდვრიდან
 
„ლილი” – „ვოლფსბურგი” 0:0
63-ე წუთზე ჯონ ენტონი ბრუქსი („ვოლფსბურგი”) გააძევეს მინდვრიდან.
 
ჯგუფი H
 
„ჩელსი” – „ზენიტი” 1:0(0:0)
გოლი: 69′ რომელუ ლუკაკუ
 
„მალმიო” – „იუვენტუსი” 0:3(0:3)
გოლები: 23′ ალექს სანდრო 0:1, 45′ თერთმეტმეტრიანი, პაულო დიბალა 0:2. 45+1′ ალვარო მორატა 0:3
კომენტარები
იტვირთება...