ბარსელონა “კამპ ნოუს” სახელის საავტორო უფლებებს ყიდის

ბარსელონა, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფულის გადარიცხვის მიზნით, ერთი წლით ყიდის თავისი ისტორიული სტადიონის “კამპ ნოუს” სახელის საავტორო უფლებებს. ამის შესახებ Foxsports-ი წერს.

ესპანური კლუბის აღმასბურლებელმა საბჭომ განაცხადა, რომ მთელი თანხა, რაც გაყიდვიდან შემოვა, მოხმარდება ახალი კორონავირუსუსლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

კამპ ნოუ ევროპის ყველაზე დიდი სტადიონია. მასზე 99 000-ზე მეტი ადგილია. მას გახსნის დღიდან, 1957 წლიდან მოყოლებული არასდროს ჰყოლია სპონსორი.

კლუბი აპირებს, რომ საავტორო უფლებები პირველად 2023-2024 წლების სეზონისთვის გაყიდოს. როგორც კლუბი აცხადებს, იგი აპირებს, რომ შეთანხმება უახლოეს კვირებში დახუროს, მაგრამ ამისათვის, გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ კლუბის გენერალური ასამბლეის წევრებმა, რომელთა რაოდენობაც 140 000 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად