„ბარსელონა” განვლილი სეზონის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბია ევროპაში

კონსალტინგური კომპანია Deloitte-ის მიერ შედგენილ ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების რეიტინგის სათავეში „ბარსელონა” მოექცა

“ბარსელონას” მიერ 2019-20 წლის სეზონში მიღებულმა შემოსავალმა 715,1 მლნ € შეადგინა.

სულ ევროპის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5.6062 მლრ €, რაც წინა სეზონის განმავლობაში მიღებულ შემოსავალზე (6.3148 მლრ €) 11.2%-ით ნაკლებია.

სულ ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10 კლუბის მიერ მიღებული შემოსავალიa 6 314 800 €

საუკეთესო ათეულში 5 კლუბია ინგლისიდან, 2 ესპანეთიდან, თითო-თითო კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან.

საუკეთესო ოცეულში 7 კლუბია ინგლისიდან, 4 გერმანიიდან, 3-3 ესპანეთიდან და იტალიიდან, 2 საფრანგეთიდან, 1 კი რუსეთიდან

საუკეთესო ოცდაათეულში 12 კლუბი ინგლისიდანაა, 5 გერმანიიდან, 4-4 ესპანეთიდან და იტალიიდან, 2 საფრანგეთიდან, თითო-თითო კი რუსეთიდან, პორტუგალიიდან და ნიდერლანდებიდან.

საუკეთესო 20-ეულში მყოფ გუნდებს შორის კომერციული საქმიანობისგან ყველაზე მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ „რეალს” – 382.7 მლნ €, „ბაიერნს” – 360.5 მლნ € და „ბარსელონას – 340.2 მლნ €

მატჩების ტრანსლაციის უფლების გაყიდვის შედეგად ყველაზე მეტი შემოსავალი მიღებული აქვს „ბარსელონას – 248.5 მლნ €, „ლივერპულს”” -232.5 მლნ € და „რეალს” – 224 მლნ €

მატჩზე დასაწრები ბილეთების და აბონემენტებისგან მიღებული შემოსავლები ყველა დიდია „ბარსელონაში” – 126.4 მლნ €, „რეალში” – 108.2 მლნ € და „ტოტენჰემ ჰოტსპურში” – 107.7 მლნ €

საუკეთესო 20-ეულში მყოფ გუნდებს შორის კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი მთლიან შემოსავლებში ყველაზე დიდია „ზენიტში” – 74%, „ბაიერნში” – 57%, „მანჩესტერ იუნაიტედში” – 55% და „პარი სენ-ჟერმენში” – 55%.

მატჩების ტრანსლაციის უფლების გაყიდვის შედეგად ყველაზე შემოსავლების ხვედრითი წილი მთლიან შემოსავლებში ყველაზე დიდია „ნაპოლში” – 72%, „ატლეტიკოში” – 60%, ლიონის “ოლიმპიკში” – 54%.

მატჩზე დასაწრები ბილეთების და აბონემენტებისგან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი საერთო შემოსავალში ყველა დიდია „ტოტენჰემ ჰოტსპურში” – 24%, „არსენალში” – 23% და „აინტრახტში” – 22%.

1. „ბარსელონა” – 715.1 მლნ €
2. „რეალი” – 714.9 მლნ €
3. „ბაიერნი” – 634,1 მლნ €
4. „მანჩესტერ იუნაიტედი” – 580.4 მლნ €
5. „ლივერპული” – 558.6 მლნ €
6. „მანჩესტერ სიტი” – 549.2 მლნ €
7. „პარი სენ-ჟერმენი” – 540.6 მლნ €
8. „ჩელსი” – 469.7 მლნ €
9. „ტოტენჰემ ჰოტსპური” – 445.7 მლნ €
10. „იუვენტუსი” – 397.9 მლნ €
11. „არსენალი” – 388.0 მლნ €
12. „ბორუსია” დორტმუნდი – 365.7 მლნ €
13. „ატლეტიკო” – 331.8 მლნ €
14. „ინტერი” – 291.5 მლნ €
15. „ზენიტი” – 236.5 მლნ €
16. „შალკე 04” – 222.8 მლნ €
17. „ევერტონი” – 212,2 მლნ €
18. „ოლიმპიკი” ლიონი – 180.7 მლნ €
19. „ნაპოლი” – 176.3 მლნ €
20. „აინტრახტი” – 174.0 მლნ €
21. „ვალენსია” – 172.1 მლნ €
22. „ლესტერ სიტი” – 171.0 მლნ €
23. „ბენფიკა” – 170.3 მლნ €
24. „ბორუსია” მენხენგლადბახი – 167.9 მლნ €
25. „კრისტალ პალასი”- 161.3 მლნ €
26. „ვესტ ჰემ იუნაიტედი” – 158.0 €
27. „აიაქსი” – 155.5 მლნ €
28. „შეფილდ იუნაიტედი” – 152.0 მლნ €
29. „ვულვერჰემპტონ უოდერენსი” – 151.2 მლნ €
30. „მილანი” – 148.5 მლნ €

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად