“ბარსელონა” ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანია საფეხბურთო კლუბია

კონსალტინგური კომპანია Deloitte-ის მიერ შედგენილ ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების რეიტინგის სათავეში “ბარსელონაა”

“ბარსელონას” მიერ 2018-19 წლის სეზონში მიღებულმა შემოსავალმა 840,8 მლნ € შეადგინა, რაც ევროპული კლუბებისთვის სარეკორდო თანხაა.

სულ ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10 კლუბის მიერ მიღებული შემოსავალიa 6 314 800 €, მომდევნო 10 კლუბის 2 968 300 €, ხოლო მესამე ათეულში მყოფი კლუბების შემოსავალი კი 1 898 400 € ტოლია.

სულ ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 30 კლუბის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 11 181 500 €

საუკეთესო ათეულში 5 კლუბია ინგლისიდან, 2 ესპანეთიდან, თითო-თითო კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან.

საუკეთესო ოცეულში 8 კლუბია ინგლისიდან, 4 იტალიდან, 3-3 ესპანეთიდან და გერმანიიდან, 2 კი საფრანგეთიდან.

საუკეთესო ოცდაათეულში 11 კლუბი ინგლისიდანაა, 5 იტალიიდან, 4-4 ესპანეთიდან და გერმანიიდან, 2-2 საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან, თითო-თითო კი ნიდერლანდებიდან და რუსეთიდან.

საუკეთესო ოცეულში მყოფი კლუბების შემოსავლის 44% მატჩების ტრანსლაციის უფლების გაყიდვის შედეგად არის მიღებული, 40% სარეკლამო, სუვენირების გაყიდვის და სხვა კომერციული საქმიანობის შედეგად, ხოლო 16% მატჩებზე გაყიდული ბილეთებისგან.

კომერციული საქმიანობისგან ყველაზე მეტი შემოსავალი მიღებული აქვს “ბარსელონას” – 383,5 მლნ € (კლუბის მთლიანი შემოსავლის 46%), ტრანსლაციის უფლების გაყიდვის შედეგად “ლივერპულს – 299,3 მლნ € (კლუბის მთლიანი შემოსავლის 49%), ხოლო მატჩებზე დასასწრები ბილეთებიდან და აბონემენტებიდან “ბარსელონას” – 159,2 € (კლუბის მთლიანი შემოსავლის 19%).

საუკეთესო 20-ეულში მყოფ გუნდებს შორის კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი მთლიან შემოსავლებში ყველაზე დიდია “პარი სენ-ჟერმენში” – 57%.

ტრანსლაციის უფლების გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავლების ხვედრითი წილი ყველაზე დიდია “ევერტონის” მიერ მიღებულ საერთო შემოსავლებში – 71%.

მატჩზე დასაწრები ბილეთების და ამონემენტებისგან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი საერთო შემოსავალში ყველა დიდია “არსენალში” – 25%

1. “ბარსელონა” – 840,8 მლნ €
2. “რეალი” – 757,3 მლნ €
3. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 711,5 მლნ €
4. “ბაიერნი” – 660,1 მლნ €
5. “პარი სენ-ჟერმენი” – 635,9 მლნ €
6. “მანჩესტერ სიტი” – 610,6 მლნ €
7. “ლივერპული” – 604,7 მლნ €
8. “ტოტენჰემ ჰოტსპური” – 521,1 მლნ €
9. “ჩელსი” – 513,1 მლნ €
10. “იუვენტუსი” – 459,7 მლნ €
11. “არსენალი” – 445,6 მლნ €
12. “ბორუსია” – 377,1 მლნ €
13. “ატლეტიკო” – 367,6 მლნ €
14. “ინტერი” – 364,6 მლნ €
15. “შალკე 04” – 324,8 მლნ €
16. “რომა” – 231,0 მლნ €
17. “ოლიმპიკი” – 220,8 მლნ €
18. “ვესტ ჰემ იუნაიტედი” – 216,4 მლნ €
18. “ევერტონი” – 213,0 მლნ €
20. “ნაპოლი” – 207,4 მლნ €
21. “მილანი” – 206,3 მლნ €
22. “ლესტერ სიტი” – 200,0 მლნ €
23. “აიაქსი” – 199,4 მლნ €
24. “ბენფიკა” – 197,6 მლნ €
25. “ვულვერჰემპტონ უოდერენსი” – 195,5 მლნ €
26. “ვალენსია” – 184,7 მლნ €
27. “აინტრახტი” – 183,8 მლნ €
28. “ზენიტი” – 180,4 მლნ €
29. “პორტო” – 176,2 მლნ €
30. “კრისტალ პალასი”- 174,5 მლნ€

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად